08:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 11:42:58, 1450 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: იყო მცდელობა კვესიტაძისა და ტრაპაიძის გაერთიანების, მაგრამ მოვახერხე და ჩავწიე ერთმანეთისგან

„რაც გამოიკვეთებოდა და მთავარი რაც გასდევდა მთელ ინტერვიუს გახლდათ ის, რომ ტრაპაიძე ძალიან ცდილობდა კვესიტაძეს დახმარებოდა, თუმცა მე მოვახერხე მაქსიმალურად დამეშორებინა ისინი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რამდენიმე მედიის წარმომადგენელთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილმა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის საქციელს უკულტურო უწოდა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს საზოგადოების გარკვეული ნაწილი მძევლად ჰყავს აყვანილი.

"თავშივე ვიცოდი მათი კომუნიკაცია და ძალიან კარგია. მასეც არ თქვან ახლა რომ რაღაცაში ვამხილე და რაღაც მედიის კრიტიკას ვიწყებ. ღმერთმა მოახმაროთ და ჰქონდეთ კოორდინაცია, არავითარი პრობლემა არაა. მაგრამ მე გავიხსენებ, რომ იქ მცდელობა იყო გაერთიანების და მე მოვახერხე, რომ ჩავწიე ერთმანეთისგან, თორემ მთლიანად ინტერვიუს ჩაგდების დიდი სურვილი იყო კვესიტაძისგან. საუბარს არ მაცდიდა, არ აცდიდა კოლეგებსაც, რაზეც რამდენჯერმე კოლეგებს ვთხოვე დახმარება, რომ იქნებ კოლეგიალობა გამოეჩინათ და იქნებ როგორმე კვესიტაძეს მათთვის მაინც დაეჯერებინა. ის ძალიან უკულტუროდ მოიქცა და ის არ უნდა იყოს ასეთი ჟურნალისტი და არ უნდა არსებობდეს ასეთი სტანდარტი. ეს იყო სირცხვილი. რატომ იქცეოდა ასე? მარტივი გასაგებია, მათ ეშინიათ სიმართლის, მათ ეშინიათ იმის, რასაც ჩაკეტილ ტელევიზიაში საუბრობენ და საზოგადოების გარკვეული ნაწილი მძევლად ჰყავთ და ცდილობენ ისინი დაარწმუნონ, რომ აპოკალიფსი ვითარდება ქვეყანაში, საშინელება ტრიალებს, რეკეტი. შესაბამისად, მაქსიმალურად მცდელობა იყო იმისა, რომ როგორმე ხალხს არ გაეგო და მოესმინა ჩემგან პასუხები. განსხვავებული აზრის გადაფარვას ცდილობდნენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics