19:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 12:42:27, 460 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ახალი სამინისტროს შექმნა წელს და ალბათ გაისადაც გამორიცხულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიმდინარე წელს  ახალი სამინისტროს შექმნას გამორიცხავს.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთის მინისტრის იდეის შესახებ მისთვის ცნობილი არაფერია, თუმცა  ფიქრობს, რომ ახალი სამინისტროს შექმნა ვერც წელს და ალბათ, ვერ გაისად ვერ მოხდება.

"მთის მინისტრის იდეის შესახებ ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი, მაგრამ იმ ძალიან აქტიური  დისკუსიიდან გამომდინარე, რაც 10 წუთის წინ ბიუჯეტის შესახებ შედგა, პრაქტიკულად გამორიცხულია ახალი სამინისტროს შექმნა, ყოველშემთხვევაში წელს და ალბათ გაისადაც",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა ინიციატივით გამოდის,  მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნას.

როგორც გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი აპარატი   მთის განვითარების კუთხით იმუშავებს. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უმრავლესობაში შეთანხმება მიღწეულია, ახლა კონსულტაცია მთავრობასთან მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics