04:44 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 18:02:21, 3885 ნახვა

პოლიტიკა
„მილიონს გადავუხდი, ვინც ბიძინას მოკლავს“ - ინტერნეტში სავარაუდოდ, სააკაშვილის და თემურ ალასანიას ჩანაწერი გავრცელდა

ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას  სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა.

ვებგვერდზე წერია, რომ აღნიშნული ჩანაწერი რედაქციას სანდო წყარომ მიაწოდა.

"ჩანაწერში მონაწილეობენ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია, რომელიც ამავდროულად КГБ-ს ყოფილი გენერალია. საუბრისას თემურ ალასანია შეურაცხმყოფელად და სიძულვილით საუბრობს  ქართველ ხალხზე და შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს. რედაქციაში დაახლოებით 1000-მდე აუდიო და ვიდეო ჩანაწერი გამოიგზავნა. ჩვენი წყაროს თანხმობით, რომელიც უკვე დაბრუნდა სამშობლოში და თავს უსაფრთხოდ გრძნობს ჩვენს რედაქციაზე, (საუბარია ქალბატონზე) ვავრცელებთ ერთ-ერთი აუდიოჩანაწერის პატარა ფრაგმენტს, რომელიც დაეხმარება სააკაშვილს მიხვდეს, თუ რა ტიპის მასალები ჩაგვივარდა ხელში", - წერს პორტალი.

სავარაუდო საუბრის სტენოგრამა: 

მიხეილ სააკაშვილი - გვარამია ხო არ გამოჩენილა, ხო არ გილაპარაკია, დაწყნარდა ყველაფერი?

თემურ ალასანია - ძაან კარგად არი, უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს. ამიტომ ჩვენი ერთადერთი ნიშა არის რადიკალიზაცია საზოგადოების. იმიტომ რომ ნამდვილად ფეხზე დავდგებით, აი ნახავ თუ არა.

მიხეილ სააკაშვილი - მოვახდინოთ რადიკალიზაცია. კვესიტაძე არის ის, რაც უნდა იყოს აწი პროპაგანდა სულ. ასევე რაღაც სეგმენტი გვინდა პროპაგანდის თბილისის, უნდა ვისწავლოთ ინტერნეტ სეგმენტის გამოყენება. ჩვენ 2 ელემენტის გაძლიერება გვჭირდება - რევოლუციური ახალგაზრდობის და თბილისის საშუალო ფენა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რევოლუციას ეგენი ახდენენ. მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა, ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში. ეგ ეგრე არ არი, ისიც არი, მაგრამ ძირითადი რევოლუციური მუხტი არი ეს „სელფმეიდ“ ბიზნესები თბილისის ცენტრში.

თემურ ალასანია - ჩვენი მომხრეები ეგენი არ არიან. თავიდანვე გითხარი. ეს არი ავადმყოფი ერი რა, ამათ სანამ არ დააჯ...ვ თავზე და სანამ დედას არ მოუ....ვ ვერ იგებენ ვერაფერს.

მიხეილ სააკაშვილი - ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება.

თემურ ალასანია - მაგათი დედა მ...... მე ქართველების. ვინ არიან ესენი ეს ავადმყოფი ერი. დავიღალე იცი, ცდისგან, ვზივარ, ვზივარ რაღაც ზარებს ველოდები, მივდივარ, მოვდივარ სულ რაღაც ხვალ, ზეგ ეხლა მოხდება....

მიხეილ სააკაშვილი - ამათ სულ აჭრილი აქთ ეს რამსები. ეს არჩევნები კიდევ უფრო დააბნევთ, რადგან დააყენეს ცუდი კანდიდატი და აქვთ ცუდი კამპანია.

თემურ ალასანია - იმიტომ კი არა რომ აქ ცუდად არი საქმე, არა, პროსტა ცდამ დამღალა. სულ რაღაცას ვუცდი. 1 მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას. სიტყვას გაძლევ.

მიხეილ სააკაშვილი - ეხლა ჟურნალისტებს მიხედე ჯობია და გვარამიას...









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics