23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 16:57:07, 1385 ნახვა

რეგიონი
გიორგი ხანიშვილი: ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უმნიშვნელოვანესი რესურსია სოფლის განვითარებისთვის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს რვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG), საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციისა (GALAG) და ევროკავშირის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა სოფლის განვითარების თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უმნიშვნელოვანესი რესურსია სოფლის განვითარების საქმეში, რადგან მათი საქმიანობა მოსახლეობის მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდობის, უშუალო ჩართულობას და აქტიურ მონაწილეობას ემსახურება.

შეხვედრაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა, სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის კონტექსტში, მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სოფლის განვითარების სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით საკითხებზე.

შეხვედრის ინიციატორები იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს სოფლის  განვითარების ქსელი (GRDN), ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics