|
2018-10-25 12:52:34, 1243 ნახვა
პოლიტიკა
Edison Research-ის კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში 31%-ით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, ამერიკული სოციოლოგიური კვლევითი კომპანიის Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 31%-ით ლიდერობს. ორგანიზაციის ცნობით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით, 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოიკითხნენ. გამოკითხვები ალოკაციის მიხედვით და ალოკაციის გარეშე ჩატარდა. კითხვაზე, „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ (ალოკაციის მიხედვით) პასუხები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე - 31%; სალომე ზურაბიშვილი - 28%; დავით ბაქრაძე - 14%; შალვა ნათელაშვილი - 5%; არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე - 16%. ცნობისთვის, დღეს საზოგადოებას კიდევ ერთი კვლევის შედეგი „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა. ორგანიზაცია „ფსიქოპროექტის“ მიერ პარტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში, 54%-იანი მხარდაჭერით იგებს. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, კვლევის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს ამომრჩეველთა 18% უჭერს მხარს, დავით ბაქრაძეს - 16%, ხოლო 12% სხვა კანდიდატებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)