04:10 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 11:25:26, 1179 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა პოლონეთის სეიმს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა

  მინისტრის რანგში, პოლონეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა პოლონელ კოლეგასთან იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს - სეიმის მიერ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლის თავთან დაკავშირებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის.

 „ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ იმისა, რომ პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს ერთგული მხარდამჭერი და, როგორც სანდო პარტნიორი, ყოველთვის იყენებდა ყველა შესაძლებელ პლატფორმას ჩვენი ინტერესების დასაცავად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთთანამშრომლობა დღითი-დღე მყარდება და ახალი ერთობლივი ინიციატივების დანერგვის გზით ხარისხობრივად ახალ დონეებზე გადადის. ამ მხრივ დღესაც განსაკუთრებული დღეა, რამეთუ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა მიიღო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, და ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულწრფელი მადლობა გადავუხადო პოლონეთის სეიმის წევრებს ამისთვის." - განაცხადა დავით ზალკალიანმა. გამოსვლისას მან იაცეკ ჩაპუტოვიჩ ასევე გადაუხადა მადლობა მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში განხორციელებული ვიზიტისთვის, რომელიც აგრეთვე ეძღვნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენების 10 წლისთავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics