|
2018-10-24 11:51:48, 1182 ნახვა
პოლიტიკა
პიტერ ლიუისი: აგვისტოს ომის თემაზე რუსეთი ჰააგის სასამართლოსთან არ თანამშრომლობს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგისტრი პიტერ ლიუისი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთი ჰააგის სასამართლოსთან არ თანამშრომლობს. ლიუისი ვარაუდობს, რომ პროცესი დიდხანს გაგრძელდება. მისივე განმარტებით, სასამართლოს მხოლოდ მტკიცებულებები სჭირდება, რისი მოპოვებაც რთულია, რადგან იძულებით გადაადგილებული პირები არსებობენ. „სასამართლო არ ასამართლებს და სჯის ქვეყნებს, არც ორგანიზაციებს, ის ასამართლებს ადამიანებს, ასე რომ პროკურორი ამჯერად გამოძიებას ატარებს. პირველ რიგში მტკიცებულებები უნდა შეგროვდეს და აქედან გამომდინარე გაიცემა დაკავების ორდერი. ისეთ ვითარებაში, სადაც ხალხმა იძულებით შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი რთულია მტკიცებულების შეგროვება, საჭიროა ამ ადამიანების მოძიება და ამას დრო სჭირდება. რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი, პროკურორი ცდილობს მიაღწიოს თანამშრომლობას რუსეთის მხრიდან მაგრამ, ეს ძალიან რთულია:, - ამბობს ლიუისი. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)