23:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 16:42:34, 905 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრის მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქობულეთის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები განხორციელდება მცენარეთა დაცვისა და სურსათუვნებლობის მიმართულებით.

კვლევითი ინსტიტუტის სამსართულიანი შენობა მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ენერგოეფექტურობის პრინციპებიდან გამომდინარე გამოყენებულია ინოვაციური საშენი მასალა.

„განათლება ჩვენი მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტია და ვფიქრობ, რომ განათლებაში და მეცნიერებაში ჩადებული ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის  განვითარებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს, მეცნიერებს, მკვლევარებს შესაძლებლობა მიეცემათ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები მცენარეთა დაცვისა და სურსათუვნებლობის მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ ცენტრში განახორციელონ"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტისათვის 1 მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული. აქედან, 810 700 ათასი ლარი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით. მშენებლობა ქობულეთში დაახლოებით 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც აჭარის ა.რ. მთავრობამ უნივერსიტეტს 2014 წელს გადასცა.

კვლევითი ცენტრის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

ცენტრის მშენებლობა მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და კვლევითი ცენტრის დირექტორმა  გურამ მემარნემ დაათვალიერეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics