21:18 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 14:55:01, 4137 ნახვა

მსოფლიო
თურქი პოლიტიკოსი: ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის ცხედრის ნაწილები ჭაში იპოვეს

თურქეთის ოპოზიციური პარტია „ვატანის“ ლიდერის დოგუ პერინჩეკის ინფორმაციით, საუდელი ჟურნალისტის ჯამა ხაშოგის სხეულის ნაწილები სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს ეზოში არსებულ ჭაში იპოვეს, - ამის შესახებ Haberler იუწყება. 

როგორც ოპოზიციონერმა განმარტა, ჭაში ხაშოგის ცხედრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მანვე დასძინა, რომ შესაბამის განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანიც გააკეთებს. 

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთმა წინასწარ დაგეგმა.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ხაშოგი საკონსულო წარმომადგენლებთან ჩხუბის დროს დაიღუპა. აღნიშნული ბრალდებით თურქეთში 18 პირი დააკავეს. ხაშოგი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics