03:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 14:48:12, 4069 ნახვა

მსოფლიო
ქერჩის კოლეჯზე თავდამსხმელის მთავარი მიზანი დირექტორის მკვლელობა იყო

ქერჩის კოლეჯზე თავდამსხმელის მთავარი მიზანი დირექტორის მკვლელობა იყო, - ამის შესახებ RENTV იუწყება.

თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელი ვლადისლავ როსლიაკოვი თავიდან დირექტორის, ოლგა გრებენიკოვას კაბინეტისკენ წავიდა, თუმცა ის ვერ ნახა და სხვა კაბინეტების ძებნა დაიწყო. დაღუპულების ახლობლების მტკიცებით, მას შემდეგ რაც თავმდასხმელმა დირექტორი კოლეჯის შენობაში ვერ იპოვა, მან ცეცხლი გახსნა.  

მედია საშუალების ინფორმაციით, დირექტორმა შენობა ტრაგედიამდე ნახევარი საათით ადრე დატოვა. 

მედიის ცნობით, თუ გამოძიების შედეგად დადგინდა დირექტორის დანაშაული, მას გულგრილობისთვის ბრალს წაუყენებენ. ასეთ შემთხვევაში დირექტორს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასთან, პოლიცია იმის გარკვევასაც ცდილობს, ხომ არ იყო დირექტორისთვის ცნობილი თავდამსხმელის გეგმის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ დაღუპული მოზარდების მშობლები ამბობენ, რომ მოსწავლეებს დირექტორის მიმართ მუდამ ცუდი დამოკიდებულა ჰქონდათ, თუმცა ამის მიზეზის გარკვევას არ ცდილობდნენ. 
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics