03:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 13:31:46, 1384 ნახვა

პოლიტიკა
„მიიღეთ დავალება, რომ ხმა ზურაბიშვილს მისცეთ?“ - გაერთიანებული ოპოზოცია სატელეფონო საუბრებს ასაჯაროვებს

საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლა ხორციელდება და მათ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ოპოზიცია, „ძალა ერთობაშია“ ავრცელებს.

ოპოზიციამ შესაბამისი სატელეფონო ჩანაწერებიც წარადგინა. 

როგორც სატელეფონო საუბრიდან ირკვევა, ჩანაწერის ავტორი, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, შოთა კარასაშვილსა და სტელა ხაჩატურიანს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით გაეცნო, სადაც კომპანიის თანამშრომლებს ეკითხება, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ, როგორც მათ, ასევე მათმა ოჯახის წევრებმა.

ჩანაწერების ავტორი: სატრანსპორტო კომპანიიდან ხომ მიიღეთ დავალება, რომ არჩევნებზე მიხვიდეთ?

შოთა კარასაშვილი: კი...

ჩანაწერების ავტორი: და ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცეთ?

შოთა კარასაშვილი:  ეგ კი, ეგ კი...

მეორე სატელეფონო ჩანაწერი:

ჩანაწერების ავტორი: სტელა ხაჩატურიანი ბრძანდებით? სატრანსპორტო კომპანიის სიებს ვამოწმებთ ახლა, შარშან თქვენ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა მოგეყვანათ ოჯახის წევრები და ახლა ისე ჩანს, რომ არ იყვნენ მოსულები და დაზუსტება მჭირდება?

სტელა ხაჩატურიანი: როგორ არაა იყვნენ მოსულები...

ჩანაწერების ავტორი: ანუ კალაძეს მიეცით ხმა?

სტელა ხაჩატურიანი: კი

ჩანაწერების ავტორი: ახლაც ხო აპირებთ მოსვლას ყველანი?

სტელა ხაჩატურიანი: კი, აუცილებლად...

ჩანაწერების ავტორი: სატრანსპორტო კომპანიიდან თქვენ დავალება მიიღეთ თუ არა, აი არჩევნებზე რომ უნდა მიხვიდეთ და სალომე ზურაბიშვილს მისცეთ ხმა?

სტელა ხაჩატურიანი: ეგ კი, ეგ კი..."

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, დედაქალაქის მერია საჯარო სამსახურის თანამშრომლების მობილიზებას ახდენს, რაც კანონდარღვევა და არჩევნების გაყალბების მცდელობაა.

„ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, სადაც საჯარო მოხელეებს დედაქალაქის მაფიოზი მერი კახი კალაძე აიძულებს მათი ნების საწინააღმდეგოდ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს. ჩანაწერებიდან ნათლად ირკვევა, რომ ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დავალება მიღებული იმისთვის, რომ პრეზიდენტად აირჩიონ სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილი  საჯარო მოხელეს მოუწოდებს, რომ არჩევნებამდე გამოართვან თანხა მმართველ გუნდს, დათანხმდნენ ყველა პირობას,ხოლო  28 ოქტომბერს საარჩევნო ურნებთან გააკეთონ საკუთარი ნამდვილი არჩევანი.

„დაუქნიეთ თავი, აიღეთ თანხა, 28 ოქტომბერს კი ისევე მოატყუეთ, როგორც მოგატყუათ ქართულმა ოცნებამ თქვენ 2012 წელს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ჩანაწერს "რუსთავი 2" ავრცელებს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics