13:12 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 14:40:18, 2738 ნახვა

პოლიტიკა
გოგა ხაინდრავამ ზურაბიშვილს 15 ათასი გადაურიცხა - ოქტომბერში შემოწირულობებმა 2 მილიონს გადააჭარბა

ოქტომბერში "ქართული ოცნების" მხარდაჭერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულობის სახით, 2 400 000-ზე მეტი ლარი აქვს მიღებული.

აღსანიშნავია, რომ 16 ოქტომბერს რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პრეზიდენტობის კანდიდატს 15 000 ლარი შესწირა.

შემომწირველებს შორისაა კომპანია RMG Copper-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძეა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 55 ათასი ლარი 9 ოქტომბერს შესწირა. აგრეთვე, ზურაბიშვილს შემოწირულობის სახით 50 ათასი ლარი "ქართული ოცნებიდან" გორის მაჟორიტარმა იოსებ მაკრახიძემ გადაურიცხა. 

მანამდე ზურაბიშვილს თბილისის მერმა კახა კალაძემ (50 ათასი ლარი) და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმამ შესწირეს. 

ყველაზე დიდი თანხა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულობის გზით მიიღო 60 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე მცირე 30 თეთრია, რომელიც მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებმა ჩარიცხეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics