17:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 17:45:22, 355 ნახვა

პოლიტიკა
საუდის არაბეთის პრინცი: საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას მოუთმენლად ველოდებით

ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში, - ეს განცხადება საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პრინცის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა ეკონომიკური სიტუაციისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია ამ დიდებულ ქვეყანაში.

„ჩვენ დავპირდით პრემიერ-მინისტრს, რომ დავბრუნდებით. პრემიერ-მინისტრის ლიდერობით, საქართველოს ხილვადობა მსოფლიოში გაიზარდა, ეკონომიკური სტაბილურობა განმტკიცდა და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოში ინვესტირებას“, - განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა.

მთავრობის მეთაურმა პრინცს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი, ვიმსჯელეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე. ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ინვესტიციებზე, ტურიზმზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით,  საქართველოს პრეზიდენტმა საუდის არაბეთის პრინცს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics