|
2018-10-21 12:44:46, 2494 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტრის ტერიტორიიდან მბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცეს
ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს. რუსმა სამხედროებმა ისინი, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს მათი გათავისუფლება“, – აცხადებენ სუს-ში. ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა. პირველი არხის ინფორმაციით, გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)