23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 17:18:38, 809 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - განათლებული ახალგაზრდობა რეგიონში მეტი განვითარების წინაპირობა იქნება

ხულოს მუნიციპალიტეტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეწვია, სადაც მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

დაბა ხულოში მიმდინარეობს  საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა" სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დასრულებულია კოლეჯის შენობის გადახურვა, შიდა სამუშაოები, ინვენტარის შეძენა. პროექტის დასრულება 2 თვეში იგეგმება.

,,განათლება ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ მუნიციპალიტეტებშიც. დღეს გვქონდა შესაძლებლობა დაგვეთვალიერებინა კოლეჯის მიმდინარე მშენებლობა, სადაც ადგილობრივი სტუდენტები დაეუფლებიან პროფესიულ განათლებას. კოლეჯში აგრარული, სამშენებლო და ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა სპეციალობა იფუნქციონირებს, რაც სრულად პასუხობს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. პროფესიული სასწავლებელი საშუალებას მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ადგილზე დაეუფლონ სასურველ პროფესიას და თავიანთი წვლილი შეიტანონ მომავალში მაღალმთიანეთში ტურიზმის განვითარების საქმეში. განათლებული ახალგაზრდობა რეგიონში მეტი ეკონომიკის, მეტი ტურიზმის და მეტი განვითარების წინაპირობა იქნება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დაბა ხულოში აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში განხორციელდა დაბა ხულოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში სტუმრობისას სასპორტო სკოლას თანამედროვე სპორტული ინვენტარი  გადასცა. 

ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარის მთვარობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics