17:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 17:21:34, 443 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის პრინცთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის პრინც ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის პირისპირ შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი იყო.

პრემიერ-მინისტრისა და პრინცის პირისპირ შეხვედრა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებული არ ყოფილა, ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მხარეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები ვითარდება, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საელჩოს გახსნა ერ-რიადში, მეგობრულ კავშირებს კიდევ უფრო გააფართოებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, რომელმაც 2015 წლის იანვარ-აპრილში 3,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ საქართველოს განსაკუთრებულ ბიზნესგარემოს, რომელიც, საუდის არაბეთთან ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ სიახლოვესთან ერთად, საქართველოს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდებისა და კერძო ბიზნესებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს“, - აღნიშნა პრემიერმა შეხვედრისას.

საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც სამეფოს დამაარსებლის და პირველი მმართველის, მეფე აბდულაზის ალ საუდის შთამომავალია, საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics