|
2018-10-20 12:50:03, 4212 ნახვა
მსოფლიო
საუდის არაბეთმა აღიარა, რომ ხაშოგი საკონსულოში გარდაიცვალა - დაკავებულია 18 პირი
საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქვეყნიდან დევნილი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში სამეფოს საკონსულოში გარდაიცვალა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა საუდ ალ-მუაჯიმ გააკეთა. "წინასწარი ინფორმაციით, დადგინდა, რომ ჟურნალისტი გარდაცვლილია. ხაშოგის და საკონსულოს იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებთანაც ჟურნალისტს შეხვედრა ჰქონდა, ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. მისივე თქმით, ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქთზე საკონსულოს 18 წარმომადგენელია დაკავებული. ჟურნალისტის ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა. ხაშოგი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)