|
2018-10-19 15:24:12, 1555 ნახვა
პოლიტიკა
ჟვანია ბიულეტენში ვაშაძის ენმ-ს სახელით წარდგენაზე: ეს კანონთან აბსოლუტურად შესაბამისი გადაწყევტილებაა
„ეს იყო კანონთან აბსოლუტურად შესაბამისი გადაწყევტილება, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი არ ილევა საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში შეეცვალოთ სახელი“, - ასე უპასუხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გაერთიანებული ოპოზიციის, საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი ვაშაძეს, რომლის განმარტებითაც საარჩევნო ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იქნება წარმოდგენილი. თამარ ჟვანიას განმარტებით, ცესკო-მ იმ მუხლების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავიდან, როდესაც დაარეგისტრირა კანდიდატები როგორც საპრეზიდენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებში, მან თავისი თავი დაარეგისტრირა როგორც სუბიექტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მოგვმართეს საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ეს მომართვა ეხებოდა ცესკო-ს კომისიურ გადაწყვეტილებას. ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება იმ მუხლების საფუძველზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს და ეს იყო კანონთან აბსოლუტურად შესაბამისი გადაწყევტილება, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი არ ილევა საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში შეეცვალოთ სახელი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)