|
2018-10-19 14:17:35, 1281 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე არჩევნებში მონაწილეობას ენმ-ს სახელით მიიღებს - გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
„ექვს საარჩევნო ოლქში, სადაც თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატებს რომ დაწერილიყო იგივე სახელი, ამაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ განმარტა, ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საარჩევნო ბიულეტენებში გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატად აღარ იქნება დაფიქსირებული. ვაშაძის თქმით, ცესკო ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას, რომლის მიხედვითაც, გაერთიანებული ოპოზიციის ბრძოლა „ქართულ ოცნებასთან“ გამოჩნდეს, როგორც ორი პარტიის ბრძოლა. „ეს კიდევ ერთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რომელიც პირდაპირ ასრულებს „ქართული ოცნების“ დავალებას. 28 სექტემბერს ჩვენ მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ გრიგოლ ვაშაძეს მიეღო მონაწილეობა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ სახელით, რაც უნდა დაფიქსირებულიყო საარჩევნო ბიულეტენში. სამწუხაროდ, გუშინწინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნების“ დავალებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი გვეთქვა ამ ყველაფერზე. მაგალითად, ექვს საარჩევნო ოლქში, სადაც თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატებს რომ დაწერილიყო იგივე სახელი, ამაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა.იმ დონეზეა ყველაფერი მისული, რომ შეუძლიათ ასეთი სცენარებიც გაითამაშონ. მე მინდა ვუთხრა უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფ „ქართულ ოცნებას“, ასეთი ხრიკები თქვენ ვერ გამოგადგებათ და ნამდვილად ვერ გიშველით. მესმის, რომ ცდილობთ დეზორიენტაცია მოახდინოთ ჩვენი ამომრჩევლის, იმიტომ რომ კამპანიას გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ვატარებთ. მესმის, რომ თქვენ ეს გაერთიანება გაშინებთ, იმიტომ რომ აქ შედის 11 პოლიტიკური სუბიექტი. მესმის, რომ გსურთ წარმოაჩინოთ ეს, როგორც ორ პარტიას შორის ბრძოლა. მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რამ - 28 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი მიიღებს აბსოლუტურად სამართლიან გადაწყვეტილებას და აუცილებლად წარსულს ჩააბარებს იმ უკანონო ქმედებებს, რასაც თქვენ ახორციელებთ საქართველოში. ასეთი იაფფასიანი ხრიკებით, ასეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით თქვენ შედეგზე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახვალთ. ეს არის უკანონო, უსამართლო ქმედებები და საქართველოს თითოეული მოქალაქე აუცილებლად მისცემს ამას შესაბამის შეფასებას. ჩვენ მშვიდობიანად 28 ოქტომბრის არჩევნებზე დავასრულებთ ამ უკანონობას და აუცილებლად დავაფიქსირებთ გამარჯვებას“, - აღნიშნა ვაშაძემ. ამასთან, ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. „ახლა მათი გადაწყვეტილებაა, რომ გრიგოლ ვაშაძე დაფიქსირებული იყოს ბიულეტენებში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მაგრამ ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, სადაც დიდი იმედი არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, რათა მივაღწიოთ სიმართლეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)