03:12 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 11:54:39, 985 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ეწვევა

21-24 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლ რიჩარდ გალაჰერი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრთან.  შეხვედრის დასრულებისას, მინისტრები ერთობლივ პრესკონფერეციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში, პოლ რიჩარდ გალაჰერი ასევე  შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. იგი  ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს, რომელსაც პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები, მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრებიან.

პოლ რიჩარდ გალაჰერი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს მოინახულებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics