|
2018-10-18 18:55:22, 1351 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნების“ კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებს პირველ ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იგებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პარტიის შიდა კვლევები დღეს გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგების მიხედვით სალომე ზურაბიშვილს 27% უწერს მხარს. "“გვინდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანოსნებული აქციების გაუქმებას და მათ მიერ პროვოკაციებზე აგებულ კამპანიას. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სპექტაკლები, მიმდინარეობს წარუმატებლად. ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და მისი ღირსების დაცვა. აქედან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ იმგვარი დანაშაულები, რომლებითაც მათი რეჟიმი წლების მანძილზე გამოირჩეოდა, იმთავითვე წარუმატებლობისკენ იყო განწირული, ამასვე ადასტურებს ამომრჩევლის განწყობა და შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის შედეგები. ზოგადად ძალიან ვერიდებით ხოლმე, ჩვენი შიდა, სოციოლოგიური კვლევების გამოქვეყნებას. პარტიის შიდა კვლევები ზოგადად ტარდება კამპანიის სწორად დაგეგმვის მიზნით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი იყო ინტერესი, მათ შორის, მედიის და საზოგადოების მხრიდან, მივიღეთ გადაწყვეტილება ამ მონაცემების გასაჯაროების შესახებ. სოციოლოგიური კვლევის თანახმად ე.წ. ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან, აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ დაფიქსირდა შემდეგი მხარდაჭერა: სალომე ზურაბიშვილი - 27%; გრიგოლ ვაშაძე - 10%; დავით ბაქრაძე - 9%, სხვა კანდიდატები - 6%. არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას გამოკითხულთა - 48%. ე.წ. ალოკაციის მეთოდით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები: სალომე ზურაბიშვილი - 53%; გრიგოლ ვაშაძე - 19%; დავით ბაქრაძე - 17%, სხვა კანდიდატები - 11%. აღნიშნული მონაცემები იძლევა შემდეგი დასკვნის გამოტანის საშუალებას - სალომე ზურაბიშვილი პირვველი ტურში იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, მეორე ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ორივე შტოს. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)