|
2018-10-18 17:59:33, 1309 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ქობულია იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და იტალიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. გამოიკვეთა ცალკეული სფეროები, რომლის განვითარებაც ორმხრივად მომგებიანი იქნება, მათ შორის, დასახელდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, მრეწველობა, ინოვაციები და სხვ. აღინიშნა, რომ ორივე მხარე მიესალმება თანამშრომლობის გაღრმავებას და მზადყოფნას გამოთქვამენ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების გასატარებლად. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოსა და იტალიის საქმიანი წრეების დაახლოების პროცესს, მათ შორის, სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების ორგანიზების მიმართულებით, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)