23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 12:59:58, 731 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია გაიხსნა

დღეს ბათუმში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის IOM-ის საინფორმაციო კამპანია გაიხსნა.

შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრნენ.

შეხვედრაზე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მონაწილე უწყებების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ განიხილონ აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევები, მიღწევები და გეგმები.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს მიგრაციის სააგენტოს კამპანია "უხილავნი ჩვენს შორის" ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის დღის აღსანიშნავად მოეწყო.

კამპანია მხარდაჭერილია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ის ხორციელდება ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან ერთად, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით. კამპანია არის საჯარო არტ-ინსტალაცია, რომელიც წარმოადგენს ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალურ ისტორიებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics