23:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 12:26:08, 456 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია იხსნება

ხვალ, სასტუმრო შერატონში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. ღონისძიების მთავარი თემაა  „სოფლის ტურიზმი, როგორ ბიზნესი“. 150-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს 6 ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ორი დღის განმავლობაში სოფლის ტურიზმის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და დარგში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

სოფელი და სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი, ბიზნესი და შემოსავლის წყარო, ინოვაციური სერვისები და ტურისტული პროდუქტები სოფლად, სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები აჭარის რეგიონში, ქართული სტუმართმასპინძლობა, როგორც ბიზნესი, სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში, ტურისტების მოზიდვა სოფლად და რეკლამირება   - ეს იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც კონფერენციაზე პრეზენტაციები, მოხსენებები და დისკუსიები გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე 31-მდე მოხსენება/პრეზეტაცია ჩატარდება, რომელთა უმრავლესობაც სოფლად არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ბიზნესს მიეძღვნება.  სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მეორედ ტარდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics