|
2018-10-17 17:28:57, 7737 ნახვა
Lifestyle
რატომ ააცეკვა მელანია ტრამპის შიშველი ორეული T.I.-მ საკუთარ კლიპში (ვიდეო)
აფროამერიკელი რეპერის T.I.-ს (ნამდვილი სახელი-კლიფორდ ჯოზეფ ჰარის უმცროსი) ახალი კლიპის ანონსში, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მსგავსი ქალბატონი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მისთვის (რეპერს) სტრიპტიზს ცეკვავს. კლიპის ანონსი რეპერმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე განათავსა. აგრეთვე ცნობილია, რომ სიმღერა, რომელსაც მუსიკოსი კლიპში ასრულებს მის ახალ ალბომში , სახელად Dime Trap შევა. „მელანია ტრამპის წარმომადგენელმა მელანი გრიშემმა ვიდეოს ამაზრზენი უწოდა და საზოგადოებას რეპერის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა“, - წერს Daily Mail. კლიპი დონალდ ტრამპის შვეულმფრენში შესვლით იწყება, ამ ფონზე ჟურნალისტი იმის შესახებ საუბრობს, რომ პირველი ლედი ქმარს მარ-ა-ლაგო-ს რეზიდენციაში ვიზიტისას თან არ ახლდა. ამის შემდეგ კადრში ვხედავთ T.I.-ს, რომელიც ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტის სავარძელში ზის, კადრში ქერა ქალბატონი ისეთივე მოსასხამში ჩნდება, როგორიც მელანია ტრამპს ტექსასის შტატში ვიზიტის დროს ეცვა, ქალბატობი მოსასხამს იხდის და რეპერის წინ სრულად შიშველი ჩნდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)