19:25 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 16:41:36, 1304 ნახვა

კომენტარი
ქაცარავა: ქალი კანდიდატის გამარჯვება საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება

"ჩვენ ვართ ისტორიულად ევროპული ღირებულებების, თანასწორობის და პლურალიზმის ქვეყანა. ქალი კანდიდატის გამარჯვება ამ ფასეულობების უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით“, -ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

სოფიო ქაცარავას მიერ შექმნილი ქალი ელჩებისა და პარლამენტარების არაფორმალური ფორმატის ფარგლებში, საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალ ელჩებთან წინასაარჩევნოდ სამუშაო შეხვედრა გამართა.

დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილესთან, ბულგარეთის, ესტონეთის, თურქეთის, ლატვიის და უნგრეთის ელჩებთან შეხვედრაზე განიხილებოდა წინასარჩევნო კამპანია, საპრეზიდენტო პროგრამა და ხედვა, ყურადღება გამახვილდა მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics