|
2018-10-17 14:49:17, 1451 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე პატარკაციშვილის საქმეზე: ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი დანაშაულებრივი სქემაა
„ყველამ ზუსტად იცის, რით იყვნენ დაკავებული „ნაცმოძრაობის“ წევრები, ეს არის მათი მორიგი დანაშაულებრივი სქემა“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს. მდინარაძის განმარტებით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება მისთვის ახალი არ იყო. „ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი გახსნილი საქმე შეაფასოს მორიგ პიარ-სვლად, მაგრამ როგორც ჩანს, შესაბამისი სტანდრატისათვის შესაბამისი და აუცილებელი მტკიცებულებები შეგროვდა, ამის შემდეგ გამოიტანა პროკურატურამ გადაწყვეტილება და ამცნო საზოგადოებას. რომ გითხრათ, ამ ყველაფერმა გარკვეული გაკვირვება გამოიწვია ჩემში, ან საზოგაოდებაში, ასე არ არის, რადგან ზუსტად ვიცით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რას უკვეთავდნენ, რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები, რისი მკადრებლები იყვნენ და ეს არის მათი მორიგი დანაშაულებრივი სქემა, რომელიც გაიხსნა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნა. ამასთან, კვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ორი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აუდიოჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ესაუბრება და მის გადაბირებას ცდილობს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)