2018-10-17 13:51:37, 1290 ნახვა
რეგიონი
რუსთავში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა
რუსთავში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შსს დაუდასტურეს.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ,