22:07 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 13:29:40, 507 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის ა/რ განათლების და კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად ჩაქვში, სასტუმრო ,,ოაზისში" საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს - "ევროპული გამოცდილება ახალგაზრდული განვითარებისათვის" დაესწრო.

თორნიკე რიჟვაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა და განათლება სამთავრობო ხედვის პრიორიტეტია და მათი ჩართულობა  ქვეყნის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ პროცესებში მნიშვნელოვანია.

,,განათლების კუთხით გვაქვს ძალიან დინამიური და ამბიციური რეფორმის გეგმა, რისი განხორციელების შედეგად მივიღებთ განათლებულ ახალგაზრდობას და ხარისხის კუთხით გაუმჯობესებულ საგანმანათლებლო სისტემას. განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით ძალიან ბევრი პროგრამა მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დივერსიფიცირებას საჭიროებს. ახალგაზრდებს ყველა პირობა უნდა შევუქმნათ იმისთვის, რომ განათლება მიიღონ როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში და საქართველოში ჩამოიტანონ  ინოვაციური ხედვა, რაც ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება,"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდა დელეგატებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმს საფუძველი აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ჩაეყარა და იგი წელს მესამედ იმართება. ფორუმის მიზანია ახალგაზრდული სფეროს განვითარება რეგიონში, ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება. ღონისძიების მონაწილეები არიან ახალგაზრდები საერთაშორისო და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ასევე, აჭარაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული მოსწავლეები -  სულ  6 ქვეყნის 50-მდე ახალგაზრდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics