|
2015-06-10 12:56:58, 424 ნახვა
პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: ასოცირების დღის წესრიგში საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ვალდებულებები არსებობს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი ეროვნული ბანკების, როგორც ძლიერი ინსტიტუტების, დამოუკიდებლობის პრინციპის მტკიცე დამცველია. ამის შესახებ ჰერმანმა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგში არსებობს ვალდებულებები, რათა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ევროპული უმაღლესი პრინციპების შესაბამისად გაძლიერდეს. ამასთან, ელჩის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში, ევროკავშირი მზადაა, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში ჩასართავად ექსპერტები გამოაგზავნოს. "თვლს ვადევნებთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებულ განხილვებს. როგორც ვიცი, ის ახლა პარლამენტშია. ასევე ვეცნობით ქართველი პოლლიტიკოსებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ ევროკავშირი, ეროვნული ბანკების, როგორც ძლიერი ინსტიტუტების, დამოუკიდებლობის პრინციპის მტკიცე დამცველია.საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრგიში არსებობს ვალდებულებები იმისათვის, რომ გაძლიერდეს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ევროპული უმაღლესი პრინციპების შესაბამისად. ჩვენ მზად ვართ, ამ თვალსაზრისით რეკომენდაციები გაგიწიოთ",-განაცხადა იანოშ ჰერმანმა. შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი, ასოცირების დღის წესრიგთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უკვე ღიად გაჟღერებულ პოზიციებთან წინააღმდეგობაში მოდის. მისივე თქმით, ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ცვლილებები, მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტების და ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა ითხოვა. კანონპროექტის ინიციატორებმა კი განაცხადეს, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამიჯვნა, ასოცირების ხელშეკრულებასთან წინააღმდეგობაში არაა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)