|
2018-10-16 15:34:34, 943 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის
მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მცხეთაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ურთიერთპატივისცემის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და დღემდე გრძელდება. „მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით. ურთიერთპატივისცემის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და დღემდე გრძელდება. ისრაელში საქართველო ნახსენებია ერთადერთ ქვეყანად, სადაც ებრაელები იყვნენ მიღებულნი და მეტიც, აქ ისინი თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სამშობლოში. დღეს საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში ვიმყოფები, მართალია ჩემს წინასაარჩევნო მარათონს აქ არ ვასრულებ, მაგრამ მინდა, შევაჯამო პრიორიტეტები, რაც სამომავლოდ დავსახე. მცხეთას არამხოლოდ წარსულში ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, არამედ მომავალშიც ასე იქნება", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, საქართველომ თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს მსოფლიოში. „ჩვენ, ადგილი უნდა დავიმკვიდროთ მსოფლიოში. ეს არის პრეზიდენტის როლი, რომელიც მის წარმომადგენლობით ფუნქციას ეხება, მათ შორის სხვადასხვა მოლაპარაკებებში ჩართვა. გარკვეული ნაწილი არის მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია, სადაც არ შეიძლება პრეზიდენტი ჩაერიოს და მასთან კონკურენციაში იყოს. თუმცა, სხვა ძალიან ბევრი სახის გზა არსებობს, არაფორმალური მოლაპარაკებები კონტაქტების გამოყენება, კერძო სექტორთან ურთიერთობა და ა. შ. ეს ყველაფერი არის ძალიან საჭირო ამ ქვეყნისთვის. ჩვენი პოტენციალის ძალიან მცირე ნაწილი გვაქვს გამოყენებული და მე თქვენთან ერთად შემიძლია გამოვიყენო დარჩენილი პოტენციალი. თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი დიასპორა არის ძალიან ცნობილი, ჩვენი ადგილობრივ მოსახლეობას აქვს თავიანთი კონტაქტები ექსპორტით და ინვესტიციებით. ყველა ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ზოგადად ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, სწორედ ამას ჰქვია ქვეყნის იდეოლოგია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთად ვაშენებთ 21-ე საუკუნის საქართველოს. ის ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, ეკუთვნის წარსულს. ჩვენი ერთადერთი გზა არის, რომ სხვადასხვა მოსაზრებებით და შეხედულებებით, მაგრამ ერთად ავაშენოთ მომავალი. ამისთვის მოვდივარ მე, ერთად საქართველოსთვის", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)