22:06 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 13:20:57, 583 ნახვა

რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე ახალციხეში, სასწრაფოს რაიონულ სამსახურს ეწვია

ახალციხეში სასწრაფოს რაიონული სამსახური საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა.

ცენტრის დირექტორი თანამშრომელთა სამუშაო პირობებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან და ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი კოპაძესთან ერთად გაეცნო. ის პირადად გაესაუბრა თანამშრომლებს და სამუშაო გარემოს შესახებ მათი აზრი მოისმინა.

რაიონულ სამსახურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან ერთად რეანომობილიცაა განთავსებული, რომლის საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკული პაციენტების სამედიცინო ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. ახალ შენობაში სამუშაო, მოსასვენებელი, ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი და  სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. შენობის გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებისა და რეანომობილის განსათავსებლად შესაბამისი სივრცეა მოწყობილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემა გრძელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობებში უკვე განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთისა და საჩხერის რაიონული სამსახურები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics