02:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 12:59:36, 1304 ნახვა

კომენტარი
​კალაძე ჩანაწერებზე: არავინ გაბედოს კანონს მიღმა ნაბიჯების გადადგმა, თორემ ყველა აგებს პასუხს

დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ პირი, რომელმაც პროკურატურის ყოფილი ჩინოსნის მირზა სუბელიანისა და დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის საუბარი ჩაწერა და ციხიდან გამოიტანა, კონკრეტულ ჯგუფს დაშანტაჟებული ჰყავს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს როგორც მირზა სუბელიანის მიერ დასახელებული საქმეებით, ასევე იმ პირით, ვინც ჩანაწერები გააკეთა. 

კალაძე მიიჩნევს, რომ ჩანაწერების გავრცელება მმართველი გუნდის ოპონენტების ინტერესებში შედის. 

„თუ ამ ადამიანს გააჩნდა რაიმე ამდაგვარი ჩანაწერები და ინფორმაციები, მას შეეძლო აქამდეც წარმოედგინა ეს საზოგადოებისთვის. აუცილებელია, გამოძიების დაწყება ყველა იმ ნასაუბრებზე , რაც მან წარმოთქვა და ასევე აუცილებელია, მოხდეს გამოძიება თუ ვინ დააშანტაჟა ის კონკრეტული ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ დაავალდებულეს, რომ ეს საუბრები ჩაეწერა, გაეკეთებინა და გამოეტანა. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანაში არეულობის მოწყობა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავინ არ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადადგმა, თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს,“ - კახა კალაძე





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics