|
2015-06-10 12:03:36, 811 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობამ ტურიზმის განვითარების ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დასრულებული სახით, ტურიზმის ეროვნული სტრატეგია წარადგინეს. სტრატეგია დაინტერესებულ მხარეებთან წარმოებული კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა. ტურიზმის ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყანაში ტურიზმის სექტორის განვითარების ხედვას 2025 წლამდე და 5 წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, სტრატეგიაში გაწერიალია, თუ როგორც უნდა განვითარდეს საქართველოშო ტურიზმის სხვადასხვა სექტორი. "სტრატეგიის მიზანია დავდოთ ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ტურიზმის სხვადასხვა სექტორი, როგორ უნდა მოხდეს ახალი კადრების ათვისება, დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხისა და დასაქმების ზრდა. მაისში იყო საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით, 14,7 %-იანი ზრდა. პირველი 5 თვის მონაცემებით, საერთაშორისო შემოსავლების კუთხით, უკვე 2%-იანი ზრდაა",-აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სტრატეგია 2025- ის წარდგენას 50-მდე სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)