22:06 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 18:58:25, 1188 ნახვა

რეგიონი
შუახევში, დაბის ბაგა-ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რემონტდება

შუახევში, დაბის ბაგა-ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაობი უტარდება.

პროექტის მიხედვით სრულად რეაბილიტირდება არსებული შენობა. კაპიტალური რემონტი არსებულ ბაღს წლებია არ ჩატარებია,სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლებული ინფრასტრუქტურით 110 ბავშვი ისარგებლებს.

მიმდინარე სამუშაოები შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილეებთან ომარ ტაკიძესთან, რუსუდან შავაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

შეიცვლება შიდა კომუნიკაციები, გადაიხურება შენობის სახურავი, გარემონტდება შიდა და გარე ფასადი, მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, აშენდება საქუაბე და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 225 000 ლარა გათვალისწინებული.

 სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბილდ მენეჯმენტი“ ახორციელებს, რომელსაც 10-ამდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics