21:19 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 15:08:49, 3418 ნახვა

მსოფლიო
​ბავარიის „მწვანეების“ მანდატი, 36 წლის განმავლობაში, პირველად გაიზარდა - არჩენების შედეგები ცნობილია

ბავარიის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და მათში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პარტია ლიდერობს, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, "ქრისტიან-სოციალურ კავშირს" ხმების 37%  აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ეს 1957 წლის შემდეგ პარტიის ყველაზე ცუდი შედეგია. პარტიამ პარლამენტში სრული უმრავლესობა ვერ მოიპოვა და  ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

მედიის ცნობით, მეორე ადგილზე მემარცხენე მწვანეთა პარტია გავიდა, რომელმაც ხმების 18% დააგროვა. აღნიშნული პარტია ეკოლოგიაზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს აერთიანებს. 36 წლის განმავლობაში პარტიამ შეძლო პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობის გაორმაგება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კატერინა შულცის შეფასებით, მათ ასეთი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან ჯერ არ ჰქონიათ.

 Euronews-ი წერს, რომ დღეს „მწვანეების“ გამარჯვება გერმანიაში პოლიტიკური ტენდენციის გამოხატულებაა და მათი ედეების პოპულარობა იზრდება.

„ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ასეთი შედეგები არასდროს გვქონია და ძალიან კარგია, რომ ჩვენი გავლენა იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვრჩებით“, - განაცხადა „მწვანეების“ აქტივისტმა კირსტენ ლაუტენბახ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics