|
2018-10-12 21:07:36, 2303 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - ჯონ ბოლტონის ვიზიტი აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ემსახურება
„ელჩ ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტი ემსახურება აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა. მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და აშშ-ს მეტ ჩართულობას ამ პროცესებში, ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველოს როლზე რეგიონში. მისი შეფასებით ვიზიტი ადასტურებს, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის დღის წესრიგში, საქართველოსა და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. „ჩვენი პარტნიორობა არის უპრეცედენტოდ მაღალი, რაც ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობას პრიორიტეტულ ადგილს ანიჭებს", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში განხორციელებულ ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დელეგაციამ თეთრ სახლში შეხვედრა გამართა ელჩ ჯონ ბოლტონთან. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში განიხილება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას მოემსახურება და განამტკიცებს საქართველოს, როგორც აშშ-ს რეგიონული მოკავშირის როლს. საუბარი ასევე შეეხება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის ჭრილში. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ელჩ ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში წარმოადგენს აშშ-ს ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს მთავრობის რეფორმების კურსის მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)