|
2018-10-12 11:09:22, 3249 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საპატრიარქო: კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება კატასტროფულ შედეგს გამოიღებს
რუსეთის პატრიარქის პრესმდივნის, ალექსანდრ ვოლკოვის განცხადებით, კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება კატასტროფულ შედეგს გამოიღებს, განსაკუთრებით კი, უკრაინისთვის. რუსეთის საპატრიარქოს შეფასებით, მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება უკანონოა. რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს კავშირის გაწყვეტით ემუქრება. მოსკოვის პატრიარქის პრესმდივანმა სინოდის განჩინებას კონსტანტინეპოლის მიერ სხვა მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეებში "თავხედური და აგრესიული ჩარევა" უწოდა. "ეს არის ტრადიციებისა და ეკლესიურობის აღქმის სრული გახლეჩა და, რა თქმა უნდა, რასაც ახლა კონსტანტინოპოლი აკეთებს, კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს, პირველ რიგში, უკრაინელი მართლმადიდებლებისთვის. რადგან ახლა რაღაც საშინელი დაიწყება", - განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს პრესმდივანმა. ცნობისთვის, 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა დაენიშნა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)