|
2018-10-12 10:47:46, 2790 ნახვა
მსოფლიო
აშშ ქარიშხალ „მაიკლს“ ებრძვის - დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „მაიკლს“ სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 11 წლის ბავშვი, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატები დატბორილია. ორი შტატის 600 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარიშსხლის გამო, საცხოვრებელი სახლები დაინგრა, ელექტრო-ენერგიის გადამცემი ხაზები დაზიანდა, ცალკეულ უბნებში კი, ქუჩის სავალი ნაწილები, მაღაზიები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ქარიშხალმა მოგლიჯა ხეებიც. მედიის ცნობით, სტიქიური საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ფლორიდის, ალაბამისა და ჯორჯიის შტატებში. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სანაპირო რაიონებიდან ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. მობილიზებულია არმია, სამაშველო და სახანძრო სამსახურები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)