|
2018-10-11 15:27:55, 2718 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან 16 ოქტომბრამდე გადადგება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 16 ოქტომბრამდე გადადგება, - ამის შესახებ ფაშინიანმა France24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. მისივე მტკიცებით, ვადამდელი არჩევნები სომხეთში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ფაშიანინს სურს, საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერის თანამდებობაზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ, ვინიდან, თუ კანდიდატი ზედიზედ ორჯერ არ დასახელდება, პარლამენტი ავტომატურად დათხოვნილი იქნება და ახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო. „წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ვადამდელი არჩევნები სომხეთში 9-10 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი უნდა დავტოვო თანამდებობა და ეს 16 ოქტომბრამდე უნდა გავაკეთო”, – აღნიშნა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, 8 ივნისს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)