01:45 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 13:13:42, 2163 ნახვა

მსოფლიო
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: რუსეთი შესაძლოა, ორგანიზაციიდან გარიცხონ

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, თუ რუსეთი ორგანიზაციის საწევრო გადასახადს არ გადაიხდის, მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მიიღებენ, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

ამასთან, იაგლანდმა დასძინა, რომ რუსეთი შესაძლოა ევროსაბჭოდან გარიცხონ.

იაგლანდმა ოფიციალურ მოსკოვს თანხის შესატანად ვადაც დაუწესა. მოსკოვმა საწევრო გადასახადი 2019 წლის შუა პერიოდამდე უნდა გადაიხადოს.

„ევროსაბჭოს წევრი სანახევროდ ვერ იქნები. ევროსაბჭოს წესდების მეცხრე მუხლი ამბობს, რომ თუ ქვეყანა ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს გადასახადს არ გადაიხდის, მაშინ მინისტრთა კომიტეტიდან მისი წარმომადგენლის გარიცხვა შესაძლებელია. რუსეთის შემთხვევაში ორწლიანი ვადა 2019 წლის ივნისში იწურება, რის შემდეგაც კომიტეტის წევრები ვალდებულები არიან გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა იაგლანდმა.

მისივე თქმით, თუ რუსეთი ორგანიზაციის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ ევროსაბჭოს ბიუჯეტის კორექტირება გახდება საჭირო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics