01:45 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 20:24:09, 1856 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში -მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

 შეხვედრების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას დასმული საკითხები შეაჯამა: „დღევანდელი შეხვედრები ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მთავარია, ერთობისა და თანასწორობის შენარჩუნება, ეს ქმნის ამ ქვეყნის სიძლიერეს და არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების მქონე ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ".

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მარიამ ჯაში, კახაბერ ოქრიაშვილი, თამაზ ნავერიანი, გოგი მეშველიანი, რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი, პაატა მხეიძე და გოდერძი ჩანქსელიანი დაესწრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics