03:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 20:13:27, 1938 ნახვა

სამართალი
პროკურატურა „ბავშვთა სამყაროზე“ - დაზარალებულებისთვის შესაბამისი ანაზღაურების მიღების მოთხოვნა ჩვენს კომპეტენციას სცილდება

პროკურატურა „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძრის გაჩენის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში,  ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა.

მათივე ცნობით, გამოკითხული  849 პირიდან  დაზარალებულად ცნობილია 695 მათგანი.

„შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2017 წლის 27 ივლისს, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში  მიეცა - ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი გ.მ., ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ. 

2017 წლის 1 დეკემბერს, გ.მ.-ს და მ.თ.-ს საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო ძირითად საქმეზე, კვლავ გრძელდება გამოძიება.

ბრალდების მხარეს, მუდმივი კომუნიკაცია აქვს იმ პირებთან, რომლებმაც მომხდარი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს.  თითოეულ მათგანს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლება და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურები.

პროკურატურისათვის მნიშვნელოვანია, თითოეულ დაზარალებულს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, თუმცა, უშუალოდ გამოძიების მწარმოებელი ორგანოსაგან შესაბამისი ანაზღაურების მიღების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან  ეს  პროკურატურის კომპეტენციას სცილდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics