03:08 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 17:46:48, 1329 ნახვა

რეგიონი
13 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „შუახევობა 2018“ გაიმართება

13 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული "შუახევობა 2018” გაიმართება.

"შუახევობა“, როგორც სახალხო დღესასწაული, სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. იგი პირველ ათწლეულში სიმღერის დღესასწაულად იყო ცნობილი, მომდევნო წლებში საზოგადოებამ "შუახევობა" სახალხო ზეიმად აქცია. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები: ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოეწყობა დეკორატიული კუთხეები, აჭარული სამზარეულო, ფოლკლორი, ეთნოგრაფიული ნიმუშები, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციები, სოფლის მეურნეობის ნობათის გამოფენა. გაიმართება საპატიო შუახეველების დაჯილდოება, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, სპორტული ღონისძიებები, საბავშვო გასართობი შოუ. მოეწყობა შუახევის წარსულისა და აწმყოს ამსახველი ფოტო-გამოფენა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ფლეშმობი, ღამის სერენადები. მობრძანდით და გახდით ღონისძიების მონაწილე.

დასაწყისი: 12: 00 საათი
 

 


 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics