01:51 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 14:27:49, 2577 ნახვა

მსოფლიო
„ეს ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის“ - რუსეთის საპატრიარქო კონსტანტინოპოლს უფლებების გადამეტებაში ადანაშაულებს

რუსეთის საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქს უფლებების გადამეტებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Tass იუწყება. 

რუსეთის პატრიარქ კირილეს შეფასებით, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს.

"ვილოცებთ იმისთვის, რომ იძულებითი გაყოფა, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქმედებების გამო მოხდა, არ იყოს სამუდამო. ასე მოხდა, XI საუკუნეში, როდესაც რომის ეპისკოპოსმა ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადა და ეს ერთიანი ეკლესიის დაყოფის მიზეზი გახდა. სიმართლის და მართლმადიდებლობის მხარეს ვართ. კანონები, რომლებითაც ეკლესია ხელმძღვანელობს ღმერთის მიერაა შექმნილი. ამიტომ, ყოველთვის როდესაც პოლიტიკოსები ჩვენს საქმიანობაში ერევიან, ეს კრახით სრულდება. ახლა როდესაც გარკვეული ძალები ცდილობენ უკრაინული ეკლესია განაცალკევონ რუსეთის ეკლესიისგან, გაანადგურონ ჩვენი ერთობა, ვიცით, ეს ყველაფერი როგორ დასრულდება", - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა. 

მისივე შეფასებით, უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭება ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს წერილი მიწერა. პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. 

მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics