12:54 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 13:53:25, 1165 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მიესალმება

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეპუტატები საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს დადებითად აფასებენ.

დეპუტატების განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს უმსხივილესი პარტნიორია ვაჭრობის მიმართულებით და ასევე ინვესტიციების თვალსაზრისით.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას განაგრძონ სტაბილურობის უზრუნველყოფა, ასევე დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარება, რათა მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. დეპუტატები ხაზს უსვამენ მედიის თავისუფლებას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და კორუფციის დონეს.

"10 წლის შემდეგ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია ევროპარლამენტის მომხსენებლის ანდრეს მამიკინსის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში.

მამიკინსი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს დასახული მიზანი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

"საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს კარგად ასრულებს. ასევე ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას უვიზო რეჟიმის პროცესში. თუმცა არსებობს გარკვეული კითხვები შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკური ემიგრაცია, შრომითი უფლებები, კორუფციის მაღალი დონე, გენდერული თანასწორობა და ბავშვთა უფლებები. ევროპარლამენტი და ევროკავშირი გააგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას", - ამბობს მამიკინსი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics