|
2018-10-10 12:16:47, 575 ნახვა
რეგიონი
ბათუმი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
19-20 ოქტომბერს, ბათუმში სოფლის ტურიზმის მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის მთავარი თემა იქნება „სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი“. კონფერენციის ფარგლებში, ორი დღის განამავლობაში გაიმართება პრეზენტაციები, მოხსენებები და სემინარები მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპრეტების მიერ, ასევე მოეწყობა დისკუსიები და გაცნობითი, პრაქტიკული ვიზიტები მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე. კონფერენციის სამუშაო თემებია:
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. “აჭარის რეგიონში სოფლის ტურიზმი განვითარების საწყის ეტაპზეა, ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო გამოცდილებისა და სოფლის ტურიზმში წარმატებული ბიზნეს მაგალითების გაზიარება. მართალია, აჭარაში სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო ტურიზმის სფეროში ჩართვა, საგრძნობლად იზრდება საოჯახო სასტუმრო სახლებისა და სხვადასხვა ტურისტული სერვისების მიმწოდებლების რაოდენობა, თუმცა ძალიან ბევრია სამუშაო ტურისტული ბიზნესის განვითარების მიმართულებით და აქ უკვე ძალიან გვჭირდება სხვისი გამოცდილების გაცნობა და პრაქტიკაში დანერგვა. სწორედ, ესაა ჩვენი კონფერენციის მთავარი მიზანი და ვფიქრობ, წელსაც საინტერესო მომხსენებლები გვეყოლება,” განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ საიტზე http://ruralconf.com.
(NS)
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)