|
2018-10-10 10:45:06, 2506 ნახვა
მსოფლიო
ივანკა ტრამპი გაერო-ში ნიკი ჰეილის ჩანაცვლებას არ აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილის ივანკა ტრამპის განცხადებით, ის გაერო-ში მუდმივი ელჩის თანამდებობის დაკავებას არ აპირებს. შესაბამისი განცხადება ივანკა ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. "ჩემთვის დიდი პატივია თეთრ სახლში არაჩვეულებრივ კოლეგებთან ერთად მუშაობა. დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი გაერო-ში ნიკი ჰეილის ღირსეულ შემცვლელს ნახავს, თუმცა ეს მე არ ვიქნები", - წერს ივანკა ტრამპი. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შვილი გაერო-ში ელჩის პოსტზე შესანიშნავი იქნებოდა. მისივე თქმით ის სიამოვნებით დანიშნავდა ივანკას თანამდებობაზე, თუმცა მას ამის გამო ნეპოტიზმში დაადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ გაერო-ში აშშ-ის ელჩის ადგილი ვაკანტური მას სემდეგ გახდა, რაც ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ოფიციალურად 9 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ნიკი ჰეილი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში შეხვდნენ, რის შემდეგად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰეილიმ გადადგომის თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 6 თვის წინ მიაწოდა. "იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დაგვიბრუნდება, თანამდებობა შეუძლია თავად აირჩიოს", - განაცხადა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)