12:54 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 18:00:53, 1748 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გარდაბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გარდაბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

 „ახლოვდება არჩევნების დღე. ეს, ნამდვილად, არჩევანის დღეა და ეს არჩევანი მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი პრეზიდენტი გინდათ. გსურთ პრეზიდენტად რომელიმე პარტიის ლიდერი, რომელიც პარალელურად ზეპარტიულობას ირწმუნება? გინდათ პრეზიდენტი, რომელიც სიძულვილს სთესავს, ტყუილ დაპირებებს გაძლევთ, როცა იცის რომ მათი შესრულება პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის და მაინც გპიდებათ რაღაცეებს? გინდათ პრეზიდენტი, რომელიც აგრძელებს იმ წარსულს, რომელშიც ვიყავით ჩაფლული და რომლიდანაც გამოვედით და გვინდა, რომ მთლიანად გამოვიდეთ.? როგორი პრეზიდენტი გინდათ ეს არის თქვენი გადასწყვეტი და არა ჩემი. მე, მოვდივარ თქვენთან როგორიც ვარ, არც გატყუებთ, არც ზედმეტს გეუბნებით. კახელი და ვარ მიყვარს სიმართლის თქმა, ზოგჯერ მწარე სიმართლის, ზოგჯერ პირდაპირი სიმართლის და ზოგჯერ ჯიუტი სიმართლის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სავალან მირზოევი დაესწრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics