19:28 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 23:51:06, 360 ნახვა

პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა კლასიკური ტერორისტული აქტია

"იური ვაზაგაშვილის მკვლელობა კლასიკური ტერირისტული აქტია" - ამის შესახებ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა ტელერადიოკომპანია "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც თარხან-მოურავმა განაცხადა, აღნიშნული ტერაქტი იმიტომ გაბედეს, რომ ხელისუფლება ორი წლის განმავლოაში ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ეწინააღმდეგებოდა.

"ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმი, დიდი ბრძოლის შედეგად დაამხო. ქართველმა ხალხმა ახალი ხელისუფლება მოიყვანა, იმ დაკვეთით, რომ ისინი აღადგენდნენ უპირველეს ყოვლისა სამართლიანობას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ აღსრულდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დამნაშავეები, რომლებიც ხელისუფლებამ არ დასაჯა, საზოგადოებას აქეთ ემუქრებოდნენ, შედეგად კი დღეს სახეზეა ტერორისტული აქტი, მოკლეს ის კაცი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისთვის. -განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის აზრით, 2 წელი საკმარისზე მეტი დრო იყო იმისათვის, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ხელისუფლებას გაეხსნა. მისივე პოზიციით ის რომ ვაზაგაშვილის საქმე არ გაიხსნა არის ხელისუფლების უუნარობა.

"ჩვენი ხელისუფლება სათანადო ზნეობრივ სიმაღლეზე არ აღმოჩნდა, რომ სწორად გაეაზრებინა, რას ნიშნავს სამართლიანობის აღადგენის მოთხოვნა. როცა არ დგახარ ამ ზნეობრივ სიმაღლეზე, არ გესმის, რა სტკივა შენს ხალხს. არ სჯი დამნაშავეებს და ამით ბოროტების წახალისებას ახდენ. ზურაბ ვაზაგაშვილი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ჩვენი ერთგული თანამებრძოლი იყო, ის 2 წლის მანძილზე ითხოვდა დამნაშავეების დასჯას. ის შეეწირა სამართალიანობის აღდგენის იდეას, საქმეს, რაც უზომოდ დასაფასებელია."-აღნიშნა თარხან-მოურავმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics